რატომ არ უნდა დაარქვათ ბავშვს მეტისმეტად უცნაური სახელი – ფსიქოლოგების პასუხი

რატომ არ უნდა დაარქვათ ბავშვს მეტისმეტად უცნაური სახელი – ფსიქოლოგების პასუხი

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ბავშვებს, რომლებსაც მეტისმეტად უჩვეულო სახელები ჰქვიათ, მათი საცხოვრებელი გარემოსთვის სრულიად შეუფერებელი და შეუსაბამო, შეიძლება, გაუჩნდეთ კომპლექსები და ასევე უჩვეულო აზროვნება, რომელიც გაურთულებს მათ თანატოლებთან ურთიერთობას. გარდა ამისა, როდესაც მშობელი ცდილობს, ბავშვი სხვებისგან გამოარჩიოს უცნაური სახელით, ან რაიმე სხვა მიზნით არქმევს მას უჩვეულო სახელს, ამით სინამდვილეში მას დიდ ზიანს აყენებს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვებს წესად აქვთ ყველაფერ ახალსა და უცნაურზე რეაგირება, ამიტომაც უცნაური სახელის მქონე თანატოლს ხშირად დასცინიან, აშაყირებენ. ამაში ფსიქოლოგებს პედაგოგებიც ეთანხმებიან.

ბევრ ზრდასრულს, რომელსაც უცნაური სახელი დაარქვეს, მოგვიანებით მოუყოლია, როგორი ნეგატიური განცდები გადაუტანია ბავშვობაში სახელის გამო. როგორც აღმოჩნდა, ასეთი ბავშვების 78% სერიოზულად იტანჯებოდა ამის გამო, და დაახლოებით 22%-ს მოგვიანებით სულაც შეუცვლია სახელი უფრო ტრადიციულით.

ამ თემასთან დაკავშირებით, გთავაზობთ რამდენიმე უჩვეულო სახელსა და გვარს, რომელიც საქართველოშია გავრცელებული და მშობლებს კიდევ ერთხელ ვურჩევთ, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ შვილებისთვის სახელის შერჩევის საკითხს (გთავაზობთ ასევე ჩვენს სერვისს – სახელების მნიშვნელობებს, რომელიც დაგეხმარებათ საჭირო სახელის შერჩევაში)... განაგრძეთ კითხვა

ინფორმაცია მშობლებისთვის - კერძო ბაღები მუშაობას არ განაახლებენ, წელს თბილისში არც საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სერვისსა და ავტონაწილებზე ფასები კვლავინდებურად უცვლელია

"სავალდებულო კი არა, მსოფლიო ბაზარზე ისეთი დეფიციტია, ნეტავ ისინი დავაკმაყოფილოთ, ვისაც აცრა ენდომება" - რას ამბობს პაატა იმნაძე გრიპის ვაქცინაციაზე