ავტორი:

ინფორმაცია მშობლებისთვის - კერძო ბაღები მუშაობას არ განაახლებენ, წელს თბილისში არც საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს

ინფორმაცია მშობლებისთვის - კერძო ბაღები მუშაობას არ განაახლებენ, წელს თბილისში არც საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს

თბილისში საზაფხულო ბაღები წელს არ იქნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სააღმზრდელო პროცესი სექტემბრამდე არ განახლდება.

"თბილისში, სააღმზრდელო პროცესი სექტემბრამდე არცერთ ბაღში არ განახლდება. დღეს ეს რეალობა გვაქვს. ჩვენც დამოკიდებულები ვართ მთავრობის გადაწყვეტილებებზე და ეპიდსიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

რაც შეეხება კერძო ბაღებს, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ზაფხულში სააღმზრდელო პროცესი არც აქ განახლდება.

ამასთან, როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მშობლები აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტს გატანას ბაგა-ბაღებიდან ივნისის ბოლომდე შეძლებენ.

რაც შეეხება 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციას, 12 ივნისს დაიწყება და ორ ეტაპზად ჩატარდება.

პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება. მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისს, 12:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად შეძლებს. ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2020 წლის 14 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.

"შეიძლება, არ გვსიამოვნებს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები დარჩება" - ამირან გამყრელიძე

რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება - ხათუნა ზახაშვილის განმარტება

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"