რჩეულიშვილების საქმე, შევარდნაძის დროინდელი მინისტრის ბაკურ გულუას სამომავლო გეგმები - დღეს "360 გრადუსში"

რჩეულიშვილების საქმე, შევარდნაძის დროინდელი მინისტრის ბაკურ გულუას სამომავლო გეგმები - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 11 ივლისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი თემა - რჩეულიშვილების ირგვლივ ატეხილი სკანდალი. ამ თემაზე სასაუბროდ სტუმრად იქნებიან: "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი, ადვოკატი მარინა ჯიყაშვილი და "ცენტრ-პონტი ჯგუფისგან" დაზარალებული ბესიკ ბერიძე.

რა გეგმები აქვს და აპირებს თუ არა ისევ პოლიტიკაში დაბრუნებას ედუარდ შევარდნაძის დროინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ გულუა. ამ თემაზე ჩვენი სტუმარები თავად ყოფილი მინისტრი და ასევე " საერთაშორისო გამჭირვალეობა- საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ტატანაშვილი იქნებიან.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე. გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."