დავით ბაქრაძე ხალხის პირისპირ - დაუსვი კითხვა "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომერს!

დავით ბაქრაძე ხალხის პირისპირ - დაუსვი კითხვა "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომერს!

Palitranews-ის ეთერში ინოვაციური სატელევიზიო პროექტი, "ჩემი კითხვა" 15 ივლისს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს დავით ბაქრაძეს უმასპინძლებს. მაყურებელს საშუალება ეძლევა ღია ეთერში დაუსვას ნებისმიერი შეკითხვა პარტიის საარჩევნო სიის პირველ ნომერს.

"ჩემი კითხვა" - არის Palitranews-ის ინოვაციური პროექტი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რეალურ დროში, გუგლ-ჰენგაუთის საშუალებით, ვიდეოთვალით, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად დასვან კითხვა. გუგლ-ჰენგაუთი - ეს არის ლაივ ვიდეო-კონფერენცია, რომელშიც რამდენიმე ადამიანი ერთდროულადაა ჩართული.

შემოსული კითხვებიდან აირჩევა 10 კითხვა პროდიუსერების ჯგუფის მიერ და კითხვის ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ, ცოცხალ ეთერში მიიღონ პასუხები კითხვის ადრესატისგან.

გადაცემაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ აირჩიონ მათთვის სასურველი ფორმა:

ეწვიე Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვი შეკითხვა და გააკეთე ჰეშთეგი #ჩემიკითხვა

ან გააგზავნე E-mail მისამართზე: info@palitranews.ge

ან გააგზავნე SMS ნომერზე - 577 11 11 30

ან გაგზავნე შეტყობინება Viber-ში ნომერზე - 577 11 11 30

ან მიწერე Skype-ში. Palitra.news

პარასკევს, 15 ივლისს შენს კითხვას დავით ბაქრაძე უპასუხებს. კითხე, რაც გინდა!

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."