დღეს, 12 ივლისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი თემა - " რესპუბლიკელების" განცხადება და ხვალინდელი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიებია.
ჩვენი სტუმრები იქნებიან " თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო შტაბის უფროსი გია ცაგარეიშვილი, "ერთიანი საქართველოსთვის" წევრი სანდრო ბრეგაძე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი.
მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე. გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.