გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია

გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია

"ცენტრ პოინტის" გენერალური დირექტორი გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია. ინფორმაცია Ambebi.ge-ს პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, რჩეულიშვილი სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა აიყვანეს.

ცოტა ხნის წინ გუკა რჩეულიშვილმა ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მისი ოჯახის გარშემო მიმდინარე მოვლენები პოლიტიკური ხასიათისაა.

ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლომ  "ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდათ. ბრალდებულებს მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს მოსამართლე რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით პატიმრობა შეეფარდაათ. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

ასევე ნახეთ: როგორ შეხვდნენ მაია რჩეულიშვილის დაპატიმრებას "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულები - კადრები სასამართლოდან

მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

მაია რჩეულიშვილის დაპატიმრების კადრები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ