"მშობლებო, ასეთ სადისტებს რატომ ზრდით?" - რუსთავში ბავშვების მიერ ნაწამები ლეკვი და მწვავე გამოხმაურებები

"მშობლებო, ასეთ სადისტებს რატომ ზრდით?" - რუსთავში ბავშვების მიერ ნაწამები ლეკვი და მწვავე გამოხმაურებები

ფეისბუქ-გვერდზე "ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი" გუშინ გავრცელდა შემზარავი ფოტოები, რომელზეც ნაწამები ლეკვი იყო ასახული. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ახლადდაბადებული ცხოველი რუსთავიდან თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მორიგ ფეისბუქ-პოსტში "ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტმა" სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა:

"ვერ გადარჩა პატარა... ბავშვებს უკანა ტანში ჯოხი შეურჭიათ სწორი ნაწლავი და საშვილოსნო გახეული იყო. რადგან რუსთავში ვეტერინარი არ იყო ლალიკო თვალიაშვილი და მისი მეგობრები თბილისში ჩამოვიდნენ და ლაგოვსკის კლინიკაში მივიყვანეთ. ნაკერები დაედო, გამაყუჩებელი... ყველაფერი გაუკეთდა, მაგრამ უკანა გზაზე დაიღუპა.. მშობლებო ასეთ სადისტებს რატომ ზრდით??? ჩვენი ვეტერინარი შეძრწუნებული იყო... ლეკვი იყო ნაწამები.. ხმასაც ვერ იღებდა მარტო კვნესოდა" - ვკითხულობთ პოსტში.

პოსტს მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტმომხმარებლებში. "მსგავსი დანაშაულის ასე დატოვება არაფრით შეიძლება, ეს ძალიან საშიშია, ეგ ბავშვები( პირობითად თუ შეიძლება ასე ეწოდოს) უკვე ჩამოყალიბებული მოძალადე მკვლელები არიან";

"თუ იცით ლეკვის სავარაუდო წამების ადგილი, შეიძლება ადგილზე მისვლა და ბავშვებისთვის რამდენიმე კითხვის დასმა, ხომ არ უნახავთ ვინ და რა ვითარებაში აწამა ლეკვი. პატარები არიან, ემოციებს აყვებიან და წამოცდებათ რამე. იქნება და აღიარონ კიდევაც. აუცილებლად სანახავია ამ ბავშვების მშობლები, რომ იცოდნენ რომ ბავშვს აქვს არანორმალური ქცევები. გააკონტროლონ, მიხედონ. ბავშვებმაც უნდა დაინახონ, რომ ასეთი სისასტიკე უკვალოდ არ ქრება და მათი საქციელის შესახებ საქმის კურსშია ყველა. უნდა იგრძნონ, რომ სხვა დროსაც დაუსჯელები არ დარჩებიან, თორემ ჩათვალეთ კიდევ გაიმეორებენ";

"ჯერ ბავშვს რომ მსგავსი რამ მოუვა აზრად უკვე სერიოზული პრობლემა აქვს. მერე თუ განახორციელებს, პრობლემა აღარ, უკვე სამკურნალოა სერიოზულად. თუარადა, გაიზრდება და საზოგადოებისთვის გახდება საშიში. მშობლები რას აკეთებდნენ ამ დროს, ნეტა?"

"ესე ვზრდით კრიმინალებს და სადისტებს, ამ ბავშვებისგან ადამიანი აღარ დადგება, ეხლა თუ პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა დაუსჟელობის სინდრომი განუვითარდებათ და საზოგადოება მიიღებს დამნაშავეს და არავინ არ იცის ვინ იქნება მისი მსხვერპლი"

"ცხოველისგან იმით განსხვავდება ეს ზოგი ქართველი დედა, რომ ცხოველი ასწავლის თავის ნაშიერს, ესენი კი არც ასწავლიან არაფერს და გამოდიან ასეთი ველურები და სადისტები. არ ვიცი, რა ოჯახებში არიან გაზრდილები. რა შეუგნებელი ერია, მრცხვენია. ცხოველების მიმართ ასეთი დაუფარავი აგრესია" - წერენ კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები.

ამავე გვერდიდან ირკვევა, რომ რუსთაველ ორგანიზაციას საჩივარი შეაქვს პოლიციაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით:

"დღეს რუსთაველ ორგანიზაცია ცხოველთა მეგობრები / Animals Friends ს შეაქვთ საჩივარი პოლიციაში. იმედია პოლიცია აქტიურად ჩაერთვება ამ პრობლემის მოგვარებაში და არ გვაიძულებს უკვე ძალიან ბევრი მივიდეთ პოლიციაში. ყველფერს დავწერთ დეტალურად რა როგორ იქნება. ჩვენი აქტივობა ეხლა ძალიან ბევრს წყვეტს. სოლიდარობა ყველა დაუცველ ცხოველს!" - ვკითხულობთ პოსტში.

101 წლის გარდაიცვალა.... - რა იყო "შერეკილების" ცნობილი "მკურნალის" ასწლოვანი ცხოვრების საიდუმლო

ბოქსირებულ პალატაში "ტვ პირველის" თანამშრომელია გადაყვანილი

გამარჯობა, თქვენ 30 მილიონი ლარი მოიგეთ!