ავტორი:

ბოქსირებულ პალატაში "ტვ პირველის" თანამშრომელია გადაყვანილი

ბოქსირებულ პალატაში "ტვ პირველის" თანამშრომელია გადაყვანილი

ტელეკომპანია "პირველის" თანამშრომელი, რომელიც ცოტა ხნის წინ იტალიიდან დაბრუნდა, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ "დღის ამბების" მიმდინარეობისას, წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ განაცხადა:

"ტვ პირველის" თანამშრომელი არის მოთავსებული ბოქსირებულ განყოფილებაში. ის ჩამოვიდა იტალიიდან და აქვს გაციების ნიშნები" - განაცხადა ტრაპაიძემ.

ცნობისათვის, თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ 10 პაციენტი იმყოფება. როგორც საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, დღეს მათ კიდევ სამი პაციენტი დაემატათ:

"გუშინ ჩვენს დაწესებულებაში იმყოფებოდა 19 პაციენტი, მათგან 12 გადაყვანილ იქნა აბასთუმანში საკარანტინო სივრცეში. დღეს დაგვემატა 3 ახალი პაციენტი, რომელთა კვლევა გაგრძელდება ლუგარის ლაბორატორიაში, ჩატარდება ტესტირება და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 50 წლის მამაკაცის განმეორებითი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით ცვლილებები არ ვლინდება.

"ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აქვს ტემპერატურა და ჩივილები. განმეორებითი კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით ცვლილებები არ ვლინდება, თუმცა ეს დაავადება საკმაოდ მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და შესაძლებელია, ნებისმიერ დროს მოხდეს მისი დამძიმება, რომელიც გამოვლინდება პნევმონიის სახით.

გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა და დინამიური მონიტორინგით გადაწყდება მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი მოქმედება. კლინიკურად, მასთან ერთად მყოფ პირთანაც, რომელიც მოთავსდა ჩვენს ცენტრში, ანალოგიური სიტუაციაა, ვირუსი უარყოფითია და არ არის გამოვლენილი დაავადება. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალი წიგნი გიდებისთვის - ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოზე მუშაობა იწყება

"ამოგშანთავთ... თქვენ ტელეეთერში არ უნდა იყოთ" - შალვა რამიშვილის მიმართვა "ტვ პირველს" და ვახო სანაიას პასუხი

კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია