ლევან ვარშალომიძემ ბათუმელებთან ახალი კორპუსების მშენებლობის დაპირების ხელშეკრულება გააფორმა

ლევან ვარშალომიძემ ბათუმელებთან ახალი კორპუსების მშენებლობის დაპირების ხელშეკრულება გააფორმა

აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ბენზეში, ბარაკის ტიპის სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

ლევან ვარშალომიძე მოსახლეობას შეპირდა, რო მისი გამარჯვების შემთხვევაში 2017-დან 2020 წლამდე 40 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, სადაც მეწყერსაშიშ ზონაში, ბარაკული ტიპის სახლებსა და ე.წ "ოცნების ქალაქში" მცხოვრები მოსახლეობა იცხოვრებს.

ლევან ვარშალომიძემ მოსახლეობასთან ერთად სიმბოლურ ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი, სადაც აღნიშნულია, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათთვის ბინები აშენდება.

„ამ კონკრეტული ხელშეკრულებით ჩვენ ვეუბნებით მოსახლეობას, რომ 2016 წლის 9 ოქტომბრიდან ჩვენ ვიწყებთ სოციალური სახლების პროექტს. 40 კორპუსში 2 800 ოჯახი მიიღებს ბინას", - აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.

აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა რეგიონის ხელისუფლება გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აშენებული ორი კორპუსის მოსახლეობისთვის ბინების გადანაწილება ვერ შეძლო, რის გამოც ე.წ ბენზეს კორპუსებში 40 ბინა ამ დრომდე თავისუფალია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."