"მაიას ნივთები, თუნდაც 70 ათასად ღირებული ვაზა, ეყოფოდა მშენებლობის დასრულებას?!" - რუსუდან კერვალიშვილი

"მაიას ნივთები, თუნდაც 70 ათასად ღირებული ვაზა, ეყოფოდა მშენებლობის დასრულებას?!" - რუსუდან კერვალიშვილი

რჩეულიშვილების ოჯახის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ოჯახის ორი წევრი - მაია და გუკა რჩეულიშვილები ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან. მათ მიმართ წლების მანძილზე გაისმოდა დაზარალებული ბინათმფლობელების ბრალდებები, რომლებიც "ცენტ პოინტის" დამფუძნებლებს თანხების მითვისებაში ადანაშაულებდნენ. საიდან დაიწყო "ცენტრ პოინტის" პრობლემები და რა არგუმენტები აქვს რუსუდან კერვალიშვილს დისა და დისშვილის დასაცავად, ამაზე ყოფილმა დეპუტატმა "თბილისელებთან" ინტერვიუში ისაუბრა:

"ეს საქმიანობა ყოველთვის იყო დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ცვალებადობასთან. მდგომარეობა კარდიოგრამასავით იცვლება, ანუ, ბიზნესის მდგომარეობა ისეთია, როგორი ვითარებაც არის სახელმწიფოში. სამწუხაროდ, "ცენტრ პოინტის" მსგავსი პრობლემები დღეს ბევრს აქვს საქართველოში, ასამდე სამშენებლო კომპანიას.

...ჩემი და თუ ზის, რატომ არ შემიძლია, მე ჩავჯდე?! მე ვარ დამფუძნებელი, მე მაქვს ყველაფერი გაკეთებული; თუ რამე გასატანი იყო კომპანიიდან 2008 წლამდე, მე გამქონდა. კომპანიის დამფუძნებელი ვიყავი, საერთოდ რაზეა ლაპარაკი?! სალომე ჩარკვიანი, რომელმაც 2004 წელს კომპანიასთან ჩაიარა, იმას აპატიმრებენ და მე არ მაპატიმრებენ?! რა უფლებით რომელი სამართლით? რატომ უნდა იყოს მაია ჩემ გარეშე თუნდაც ერთი ღამე? ჩვენ ერთნაირი მონაწილეობა გვაქვს ყველაფერში მიღებული. თუ იმას ელოდებიან, გაგრძელდეს შოუ და გამოგზავნონ ადამიანები, რომლებიც იყვირებენ სასამართლოში?! კმარა!... სამი წელიწადია პროკურატურა  აგროვებს ადამიანებს, რომ კოცონი დაანთონ! კი ბატონო, დაგვწვან კოცონზე, თუკი ამით სასურველი შედეგი იქნება...

- არასდროს გიფიქრიათ, შეგეწყვიტათ ეს სამშენებლო ბიზნესი, თუკი არაფერი გამოდის და მხოლოდ ზარალში ხართ? არ ჯობდა, დაზარალებულები გაგესტუმრებინათ და სხვა საქმეს გააგრძელებდით?

- როგორ უნდა შეწყვიტოს? მაშინ, ვინ უნდა დაამთავროს საქმე? მე რომ პარლამენტში შევედი 2008 წელს, ამ დროს კომპანია ყვაოდა, იცით თქვენ?! უცებ, დაიწყო ომი და, რომელ წუთში უნდა შეეწყვიტა, რა ადგილას, სად, რომელ სართულზე უნდა დაეტოვებინა? ეს ხომ პროცესია, ეს ხომ არ არის ერთი პროდუქტის გაყიდვა? მაია ლომბარდში დებდა ყველაფერს, ყველაფერს აკეთებდა, რომ დაზარალებულებისთვის მიეხედა, ყველაფრის განხორციელების გეგმა სწორედ მაიას აქვს, მაიას ნივთები, თუნდაც 70 ათასად ღირებული ვაზა, როგორც ამბობენ, ეყოფოდა მშენებლობის დასრულებას? ასეთ ჭორებში სიმართლის გამოკვეთის საშუალება შეუძლებელია. ამიტომაც მოვითხოვ ჩემს უვადო პატიმრობას როგორც ადამიანი, როგორც ქალი. ჩემს გამამართლებელ სიტყვას ვერავინ იტყვის. მე ვაღიარებ, მე ვარ ყველაფერში დამნაშავე! რასაც მოითხოვენ იმას ვაღიარებ - მეტი რა გავაკეთო?!

ეკა პატარაია

ჟურნალი "თბილისელები"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი