"მოვხვდით ტურბულენტურ ზონაში, ატყდა პანიკა..." - რა მოხდა თვითმფრინავში, რომლითაც ნიკა წულუკიძე და მისი მეუღლე მგზავრობდნენ

"მოვხვდით ტურბულენტურ ზონაში, ატყდა პანიკა..." - რა მოხდა თვითმფრინავში, რომლითაც ნიკა წულუკიძე და მისი მეუღლე მგზავრობდნენ

თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე მეუღლესთან ერთად ამსტერდამში ისვენებდა. როგორც ჩანს, იქიდან წამოსულებს გზაში დიდი შიშის გადატანა მოუწიათ. მომხდარს წულუკიძე "ფეისბუქზე" ჰყვება.

"ბედნიერი დასვენების შემდეგ მე და თეკა ამსტერდამიდან საქართველოში ვბრუნდებოდით. თურქეთში ჩაფრენამდე ერთი საათით ადრე მოვხვდით საშინელ ტურვალენტურ ზონაში, რის გამოც თვითფრინავი მოწყდა და 17 მეტრი იფრინა დედამიწის მიმართულებით, სალონში ატყდა პანიკა რამდენიმე ადამიანს წაუვიდა გული და ჩაცვივდნენ ურთლეს მდგომარეობაში. რომ არა ატლასგლობალის საოცრად გამოცდილი პილოტი ავიაკატასტროფა გარდაუალი იყო.როგორც იქნა დავმშვიდდით და გავაგრძელეთ ბედნიერი ცხოვრება ... ათათურქის აეროპორტში აფრენისას კი გამოგვიცხადეს, რომ ქვეყანაში გადატრიალების მცდელობა და ვერ გავფრინდებითო, ჩამოგვსვეს თვითფრინავიდან და ...

დაიწყო 30 საათიანი ბრძოლა გადარჩენისთვის. აეროპორტში უკვე დაგვხვდენ სამხედრო გადატრიალების მომხრეები იარაღით ერდოღანის დასაპატიმრებლად, ამასობაში ტერიტორიაზე შემოვიდა დაახლოებით 10 000 მოქალაქე პრემიერ ერდოღანის მომხრე და დაიწყო საშინელი დაძაბულობა. ათათურქის აეროპორტში ყველა თანამშრომელი და დაცვის წარმომადგენელი ერთ წუთში გაქრა, სანგარში ჩავიდნენ და დავრჩით ასე სიკვდილის პირისპირ: სამი მძიმე ონკოლოგიური პაციენტით, 6 მცირეწლოვანი ბავშვით და სამოცდაათი ქართველით, რამდენიმე წუთში ატყდა პანიკა და ხალხმა გაურკვეველი მიმართულებით დაიწყო სირბილი... მოკლედ რომ არა ატლასგლობალის და საქართველოს საკონსულოს განსაკუთღებული მხარდაჭერა კაცმა არ იცის ეს ამბავი როგორ დამთავრდებოდა.

p.s. მიუხედავად ყველაფრისა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვნახე ერთმანეთზე ასე მზრუნველი ქართელები!!! ალბათ უბედურებაა საჭირო, რომ გვიყვარდეს და ვუფრთხილდებოდეთ ერთმანეთს",- წერს წულუკიძე.

"ორი ათასი ბუშტი მექნება გაბერილი, მუცელზე წოლა აუცილებელი პროცედურაა" - გივი თარგამაძე, რომელმაც ვირუსი მძიმედ გადაიტანა, საზოგადოებას გამოცდილებას უზიარებს

"ჩემს ექთანს დედა კოვიდით უწევს, ბავშვები ძმასთან მიაბარა... სკაფანდრით დადის და სიხარულს აფრქვევს" - რას წერს ენათმეცნიერი

"სითი მოლში" ნახეს ქალბატონი, რომელიც შოპინგობდა თამამად, არადა კოვიდი აქვს" - რას წერს ია ფარულავა "ფეისბუქზე"