"როსტოს" და ლაშა კურტანიძეს თავისუფლების სანაცვლოდ 150-150 ათას ლარიანი გირაოს გადახდა მოუწევთ

"როსტოს" და ლაშა კურტანიძეს თავისუფლების სანაცვლოდ 150-150 ათას ლარიანი გირაოს გადახდა მოუწევთ

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა მოუწევს მასთან ერთად დაკავებულ მსახიობ ლაშა კურტანიძესაც.

აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი ჩანაცვლების შესახებ ბრალდებულთა ადვოკატმა იშუამდგომლა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ორივე დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მათ გირაოს თანხის შესატანად 5-დღიანი ვადა აქვთ.

ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ