"შვილმკვდარ დედებს ეუბნებით, დაივიწყეთ შვილის მკვლელების დასჯაო?"

"შვილმკვდარ დედებს ეუბნებით, დაივიწყეთ შვილის მკვლელების დასჯაო?"

"თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" წევრი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე, სავარაუდოდ, ხელისუფლებას მიმართავს:

"თქვენ ჟონავთ!

შვილმკვდარ დედებს ეუბნებით, დაივიწყეთ შვილის მკვლელების დასჯაო?

კიდორელებს ეუბნებით, დაივიწყეთ თქვენი მთაო...

გეტოებში მცხოვრებ ადამიანებს ეუბნებით, დაივიწყეთ თქვენს ისტორიულ კარმიდამოში დაბრუნებაო...

320 000 ადამიანს ეუბნებით დაგესიზმრათ წამება, ვაება, გოდება და სრული გაღატაკებაო...

საბერძნეთში, რუსეთში და ევროპაში ლუკმა-პურის ძებნაში გადახვეწილ ქართველებს ეუბნებით, სული ამოგხდეთ სხვისი მოხუცების პამპერსების ცვლაშიო...

ეს რა დაგემართათ???

ბოლო გერმანელი ფაშისტი წელს დაისაჯა, იმიტომ რომ ეს ქვეყნის ღირსება იყო!!!!

სადაა თქვენი ღირსება მორმონებთან ამერიკაში, თუ იუტას შტატში???

თქვენ თუ გჭირთ ამნეზია, ხალხი ბრძენია და ვერაფერს გამოაპარებთ!

იმპერიები დანგრეულა,

რეჟიმები დამსხვრეულა,

ფაშიზმი განადგურებულა,

იმიტომ რომ ეს ხალხის ნება იყო...

თქვენს ქარაქუცა ხუხულაში კი დიდი ხანია სახურავი ჟონავს!".

"ეს კაცი 3000 ლარით დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილთან ერთად მაღაზიის წინ ელოდა რიგს" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი ღლონტი

"სუფთა სახლის" თემქის ფილიალის კონსულტანტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან - კომპანიის განცხადება

"კორონა ჩვენთან ბევრი წელი დარჩება და ცოტა ხანში, ნერვი არ აგვიტოკდება ამ სახელის გაგონებაზე" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი