უნდა აიკრძალოს თუ არა კაზინოები? - ცხარე დებატები დავით უსუფაშვილსა და მაყურებელს შორის

უნდა აიკრძალოს თუ არა კაზინოები? - ცხარე დებატები დავით უსუფაშვილსა და მაყურებელს შორის

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მომხრეა, რომ კაზინოები ქალაქგარეთ გაიტანონ იმისთვის, რომ მოთამაშეებს იქ მისსვლელად გარკვეული ბარიერები შეექმნათ.

ამის შესახებ უსუფაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" განაცხადა.

ერთ-ერთი მაყურებელი დაინტერესდა, როგორ ხედავდა პარლამენტის თავმჯდომარე აზარტული თამაშების პრობლემის მოგვარებას და რას აკეთებს მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო ამ კუთხით.

უსუფაშვილის განცხადებით, პრობლემას კაზინოების აკრძალვა ვერ უშველის, რასაც მაყურებელი არ დაეთანხმა. საკითხზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარესა და შეკითხვის ავტორს შორის ცხადე დებატები გაიმართა.

"ის ტრაგედიები, რომელზეც თქვენ მიანიშნებთ სერიოზული რობლემაა, რომელსაც აკრძალვებით ვერ მოუვლით. ჩვენ უნდა შევეგუოთ ერთ რამეს, ზრდასრული ადამიანი უნდა განაგებდეს საკუთარ ბედს. კაზინოს აკრძალვით და ტოტალიზატორის გაუქმებით ამას ვერ მივაღწევთ. უნებისყოფო ადამიანები, რომელსაც პასუხისმგებლობა არ აქვთ საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ, ამ ტიპის ადამიანებს ცოტა სხვანაირად უნდა მოვუაროთ. კაზინოს თუ ავკრძალავთ, ის ამ ფულს "სეკაში" წააგებს მეზობელთან. ამ საქმეს კაზინოების აკრძალვით არ ეშველება. ჩვენ განსხვავებულად უნდა მივუდგეთ არასრულწლოვანების დაცვას ონლაინ თამაშებში მონაწილეობის ნაწილში. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. თუმცა თუ მეუბნებით, რომ ჩემი მეზობელი 35 თამაზი ან ჩემი ოჯახის წევრი 45 გიორგი კაზინოში სიმწრით ნაშოვნ ფულს აგებს, ამას კაზინოს აკრძალვა ვერ უშველის. ეხლა არის მეორე ამბავი, უნდა იყოს თუ არა კაზინოების რეკლამირება იმ დონეზე, რა დონეზეც არის... არ უნდა იყოს. კაზინოების რეკლამის შეზღუდვა პარლამენტის მიერ დაწესებულია. მეტი შეიძლება დაწესდეს. მე პირადად კაზინოების ქალაქებიდან გატანას მხარს დაუჭერდი. იყოს მეტი ბარიერი, რომ შემთხვევით ცუდ ხასაითზე მყოფმა ადამიანმა უცებ არ შეიაროს კაზინოში. აკრძალვები ამ სფეროში შედეგს არ მოიანს. მეტ შედეგს მოიტანს სწორი რეგულაციები კაზინოების განლაგებასთნ დაკავშირებით, მასში მოთამაშეების შეშვებასთან და და რეკლამის შეზღუდვასთან დაკავშირებით", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები