კახა კალაძე - მგონია, რომ საქმე გვაქვს ჭორაობასთან

კახა კალაძე - მგონია, რომ საქმე გვაქვს ჭორაობასთან

საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, - ასე აფასებს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე ცალკეულ პირებზე ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტირებისას განუცხადა, რომ "ეს განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციებია".

"არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება, თუმცა საეჭვოდ დაემთხვა ბატონი პაპუაშვილის განცხადებასაც. ზოგადად, გაუგებარია ეს განცხადებები, რადგან პაპუაშვილთან დაკავშირებით პრემიერმა გააკეთა განცხადება, ესაუბრა და უთხრა, მიემართა პროკურატურისთვის, რომ თუ გააჩნდა რაიმე დამადასტურებელი მასალები იმისა, რომ მოსამართლეებზე მიდის ზეწოლა, პროკურატურა ამაზე შესაბამის ღონისძიებებს გაატარებდა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრი მიიჩნევს, ასეთი მაღალი თანამდებობის პირებისგან მსგავსი განცხადებები მიზანშეწონილი არ არის.

"არ მისულა ბატონი პაპუაშვილი პროკურატურაში და მგონია, რომ საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან - როდესაც ქალბატონები ჭორაობენ. ვფიქრობ, ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია სახელმწიფო ინსტიტუტების, რომელზეც დგას ნებისმიერი ევროპული ქვეყანა", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."