არასაპარლამენტო ოპოზიციის ხედვა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე

არასაპარლამენტო ოპოზიციის ხედვა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე

2016 წლის საშემოდგომო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება არასაპარლამენტო ოპოზიცია. Allnews.ge რამდენიმე ასეთი პარტიის წევრს ესაუბრა და გაარკვია, თუ როგორ აპირებენ ისინი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში.

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მათ უკვე ოფიციალურად დაიწყეს საარჩევნო კამპანია.

"ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსათვის უბლოკო სტატუსის მინიჭება იქნება.

როგორც კი მივიღებთ შესაბამის ბლანკს, დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. ხელმოწერების შეგროვების პარალელურად დავიწყებთ აქტიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან. რაც შეეხება ჩვენი საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა, რადგან სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია ის სეგმენტი, რომელმაც უნდა შექმნას სამუშაო ადგილები და არა ის აბსურდი, რომელიც წლების განმავლობაში გვაქვს ქვეყანაში, კერძოდ კი ის, რომ სამუშაო ადგილებს ძირითადად საბიუჯეტო და სახელმწიფო ორგანიზაციები ქმნიან, ეს იმიტომ ხდება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი მხოლო და მხოლოდ იხურება, ნადგურდება, ქრება და იკეტება. საგადასახადო კოდექსში სერიოზული ცვლილებებია შესატანი".

როგორც ცნობილია "პატრიოტთა ალიანსის" ბლოკში 6 პარტია გაერთიანდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მათ საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას უკავია. წაიკითხეთ გაგრძელება

"ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს კონტაქტი მუდმივად აქვთ და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს" - ნიკა მელია

"უდუმაშვილი სხვანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს - რევოლუციური სცენარის შეწყვეტის ინსტრუქცია და მითითება კიევიდან არ ჩამოსულა" - ვოლსკი

"თავდასხმებს თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები... ბევრი შეტევა გამომივლია" - რას წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე"?