ფეისბუქში გავრცელებულ შესაძლო მუქარის პოსტთან დაკავშირებით სუს-მა გამოძიება დაიწყო

ფეისბუქში გავრცელებულ შესაძლო მუქარის პოსტთან დაკავშირებით სუს-მა გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც ინტერნეტმომხმარებლებმა თბილისში შესაძლო აფეთქების მუქარად მიიჩნიეს, გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, გამოძიებას სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი აწარმოებს.

"აღნიშნულზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობს. ინფორმაციის გავრცელებისთანავე სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ