"უთხრეს რომ გიო ცოცხალია და ყველაფერი კარგად იქნება" - მძიმე ავარიაში მოყოლილი გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე კომიდან გამოვიდნენ

"უთხრეს რომ გიო ცოცხალია და ყველაფერი კარგად იქნება" - მძიმე ავარიაში მოყოლილი გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე კომიდან გამოვიდნენ

21 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძის, მისი მეუღლის, ასევე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც Ambebi.ge-ს ლომინაძის მეუღლის, ნუცას მეგობარმა განუცხადა, მორაგბის ცოლი კომიდან დღეს გამოიყვანეს.

- ნუცა ხელოვნურ კომაში იყო, რადგან გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, რასაც სხვანაირად ფიზიკურად ვერ გაუძლებდა. ამიტომ არ აღვიძებდნენ. დღეს ცოტა ხანი ეღვიძა და შემდეგ ისევ დააძინეს. რამდენიმე დღეში სულ გამოაღვიძებენ. გიორგი ლომინაძეს ორი დღეა ღვიძავს და ტკივილებს მხოლოდ გამაყუჩებელით უყუჩებენ. რაც შეეხება მეკოს მეუღლეს, ვიცი რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.

- როგორია გიორგი ლომინაძის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უთხრეს რომ ბავშვი დაკარგა, რას იხსენებს მომხდარზე?

- არ შეუძლია ლაპარაკი, უთხრეს, რომ გიო ცოცხალია და ყველაფერი კარგად იქნება, შემდეგ ანერვიულდა და რომ არ ეწვალა დააძინეს.

21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ. გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნებოდა. მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა კი მძიმე არ იყო.

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი