ირაკლი შოთაძე - გიორგი პაპუაშვილის დაკითხვა შემდეგ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდება

ირაკლი შოთაძე - გიორგი პაპუაშვილის დაკითხვა შემდეგ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვა განხორციელდება შემდეგ კვირას, მისივე თხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ”იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, მომავალ კვირას, პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით გამოძიების შუალედურ შედეგებზე ისაუბრებს.

”კონკრეტულად ამ ეტაპზე დაკითხული არის სასამართლოს ყველა მოსამართლე წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვა განხორციელდება შემდეგ კვირაში მისივე თხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობ, შემდეგ კვირაში ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტულ შუალედურ შედეგებზე ვისაუბროთ, რომელიც რა თქმა უნდა, არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს“, - განაცხადა შოთაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ