ირაკლი შოთაძე პრეზიდენტის სიძის საქმეზე

ირაკლი შოთაძე პრეზიდენტის სიძის საქმეზე

მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო მოქმედებები, რათა პასუხი გაეცეს რეალურად ქონდა თუ არა ადგილი გარკვეული არასამართლებრივი მიზნებისთვის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ "იმედისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს მთავარი პროკურორი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა, რომელიც მისი ოჯახის წევრზე შესაძლო ზეწოლის მცდელობას ეხება.

"ამ ეტაპზე დაკითხულნი არიან მინდია გოგოჭური და მისი მეგობრები, რომელთა მიმართაც საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ჩვენთან მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო მოქმედებები, რათა პასუხი გაეცეს რეალურად ქონდა თუ არა ადგილი გარკვეული არასამართლებრივი მიზნებისთვის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. ანუ ხომ არ ემსახურებოდა საგამოძიებო მოქმედებები თანამდებობის პირებზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენის მცდელობას. ასევე, მოწმდება ხომ არ ქონდა ვინმეს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ