სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი კახა შენგელია გამოიკითხა.
საქმე ეხება კალათბურთის ფედერაციისა და ესპანურ კლუბ "სასკო ბასკონიას" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის შესახებაც შენგელია საუბრობს, რომ კორუფციული ნიშნები იკვეთება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება და კონკრეტულ პირებთან გასაუბრება შედგება.