"ხათუნასთან დაშორების შემდეგ მიყვარდა ქეთა თოფურია..." - ზურა ხაჩიძე

"ხათუნასთან დაშორების შემდეგ მიყვარდა ქეთა თოფურია..." - ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე, მეუღლესთან ხათუნა ჟორდანიასთან ქორწინების 15 წლისთავს წელს აღნიშნავს. ზურამ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში მისი და ხათუნას ურთიერთობის დასაწყისი გაიხსენა და სირთულეებსა და განვლილ წლებზე ისაუბრა:

"როცა გავიცანი, ძალიან ლამაზი იყო. მასზე უზომოდ ვიყავი შეყვარებული. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო იმ პერიოდში, როცა რუსა მორჩილაძის სიმღერას ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" ნინი ქარსელაძესთან დუეტში ვწერდით. ეს დუეტი წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და არაერთი ჯილდოც ხვდა წილად. ნინი 8 წლის იყო, როცა ხათუნა შემიყვარდა.

ურთიერთობის დროს ბევრჯერ დავშორდით ერთმანეთს, არაერთხელ ვიჩხუბეთ. დაშორების შემდეგ მიყვარდა ქეთა თოფურია, მაგრამ რომ შევრიგდით, მალევე დავქორწინდით. მას მერე მოვდივართ ასე ლამაზად ერთმანეთის სიყვარულით.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ცოლი მყავს; ბედნიერი ვარ, რომ მისგან ბევრი რამ შევიძინე ჩემთვის სასიკეთო, დიდი გამოცდილება მივიღე; ბედნიერი ვარ, რომ თავის დროზე ჩემი ცხოვრება ხათუნას დავუკავშირე"

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

სოსო პავლიაშვილმა და ირინა პატლახმა ჯვარი დაიწერეს - "ტელეხიდი გვქონდა საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში"

"თითქოს არაფრით გამორჩეული  ქალი, ათეისტი,  რევოლუციონერი,  არა  რომანტიკა... და  მაინც,  ტაბიძის  სულის  აღვირი" - გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას სასიყვარულო  წერილები

ლევან ჯიბღაშვილმა მეორე შვილს სიმამრის სახელი დაარქვა - "ახალ წელს ჩამოვლენ ჩვენთან და ვნახავ პატარას..."