ავტორი:

ლევან ჯიბღაშვილმა მეორე შვილს სიმამრის სახელი დაარქვა - "ახალ წელს ჩამოვლენ ჩვენთან და ვნახავ პატარას..."

ლევან ჯიბღაშვილმა მეორე შვილს სიმამრის სახელი დაარქვა - "ახალ წელს ჩამოვლენ ჩვენთან და ვნახავ პატარას..."

11 ნოემბერს ლევან ჯიბღაშვილს მეორე შვილი შეეძინა. სალი სულხანიშვილი და ბიზნესმენი მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ. პატარას ლევანის სიმამრის სახელი აკაკი დაარქვეს.

მას შემდეგ, რაც ლევან ჯიბღაშვილი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით გაასამართლეს, ბიზნესმენმა საზოგადოებრივი ცხოვრებისგან შორს ყოფნა არჩია და ტელევიზიებით აღარ ჩნდება. ის აღარც სოციალურ ქსელში აქტიურობს.

კომენტარისთვის ლევანის დედას, ნონა ჯიბღაშვილს დავუკავშირდით:

ნონა ჯიბღაშვილი: "სალომემ 11 ნოემბერს თბილისში იმშობიარა. დედაც კარგად არის და პატარაც. ძალიან კარგი ბიჭი გვყავს. ლევანი ბედნიერი და გახარებული მამაა. პირველ შვილს ბაბუის, მამაჩემის სახელი მიქაელი დაარქვა, მეორე შვილს, სიმამრის სახელი - აკაკი. პატარა ჯერ არ მინახავს, მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურში ვმუშაობ და კორონავირუსის გამო, მაინც თავს ვიკავებთ.

ახალ წელს ჩამოვლენ ჩვენთან და ვნახავ პატარას. ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვართ. ახლა ქვეყანაში მძიმე პერიოდია და მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო და მალე ყველაფერი კარგად დამთავრებულიყოს".

ლევანი და სალომე ერთმანეთს 13 წლიდან იცნობდნენ და როგორც ლევანი ამბობს, გოგონა მისი პირველი სიყვარული იყო. დაშორების შემდეგ სალომე ფეხბურთელზე გათხოვდა და გარკვეული პერიოდი ქმართან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. ოჯახის დანგრევის შემდეგ თბილისში დაბრუნდა და წყვილს შორის ურთიერთობაც განახლდა.

საბოლოოდ ლევანმა, ბათუმელ გოგონასთან - ნინიკო ნაცარაშვილთან ჩაშლილი ნიშნობის შემდეგ ცოლად სალომე მოიყვანა. ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევანი და სალომე დაშორდნენ. როდესაც კომენტარის ჩასაწერად ლევანის დედას დავუკავშირდით გვითხრა, რომ წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს და შემოდგომაზე მეორე შვილს ელოდებოდა.

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა

სალომე გოგიაშვილის სამსართულიანი სახლი აუზითა და კინოთეატრით - "სახლში პერიოდულად ცვლილებები უნდა შეიტანო, ერთი და იგივეს ყურება მოსაბეზრებელია"

ზაზა ფაჩულიას საახალწლო სამზადისი - კალათბურთელის დიდი ოჯახის სადღესასწაულო ფოტოები