მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს საქართველოს მთავრობა სახლს შეუძენს

 მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს საქართველოს მთავრობა სახლს შეუძენს

მთავრობა მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს საცხოვრებელ სახლს უყიდის, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების შეთავაზება იყო, რომ ხუთშვილიან ოჯახს, რომელიც ქირით ცხოვრობს, სახელმწიფო მისცემდა ბინას ზუგდიდის ცენტრში მშენებარე კორპუსში, ზუგდიდის ცენტრში, თუმცა ოთხოზორიას ოჯახმა განაცხადა, რომ ურჩევნია კერძო სახლის შეძენა ზუგდიდში.

"ჩვენ გქვონდა შეხვედრა გიგა ოთხოზორიას ოჯახთან. შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი. მათ აირჩიეს, რომ კერძო სახლს აიღებდნენ, ჩავსვით პროგრამაში. საკითხი მთავრობაზე გავიტანეთ, რადგან თანხა, რაც სახლის შეძენას სჭირდება, დადგენილ ფარგლებს ცდება. საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ოთხოზორიების ოჯახს ექნება მათ მიერვე არჩეული სახლი, ზუგდიდის ცენტრში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 20 მაისს მოკლა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."