"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში მაჟორიტარ კანდიდატად გიგი წერეთელს, რამდენიმე ოლქში კი, გიორგი თევდორაძესა და აკაკი ბობოხიძეს წარადგენს

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში მაჟორიტარ კანდიდატად გიგი წერეთელს, რამდენიმე ოლქში კი, გიორგი თევდორაძესა და აკაკი ბობოხიძეს წარადგენს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი წერეთელს წარადგენს .

როგორც პარტიაში აცხადებენ, გიგი წერეთელი გამოცდილი პარლამენტარია, რომელიც 1999 წლიდან საქმიანობს საქართველოს პარლამენტში, არჩეული იყო მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად, იკავებდა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას, იყო ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობის ვიცე-პრემიერი.

ამჟამად გიგი წერეთელი საქართველოს პარლამენტის წევრი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტია.

პარტია ასევე ქუთაისის რამდენიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს გიორგი თევდორაძესა და აკაკი ბობოხიძეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."