"შეიძლება ეს იმ ძალების პოლიტიკური თამაშია, რომელთაც აგვისტოს ომის დროს დანაშაული აქვთ ჩადენილი" - სამხედრო საიდუმლო მართლაც გამჟღავნდა?

"შეიძლება ეს იმ ძალების პოლიტიკური თამაშია, რომელთაც აგვისტოს ომის დროს დანაშაული აქვთ ჩადენილი" - სამხედრო საიდუმლო მართლაც გამჟღავნდა?

რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. ამაში კი კალანდაძე პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილს ადანაშაულებს.

მისი თქმით, წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო.

საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა კალანდაძის ინფორმაცით, მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.

თავად წითელაშვილი საიდუმლო ობიექტებზე ყოფნას უარყოფს: "მე საიდუმლო ობიექტებზე არ ვყოფილვარ და შესაბამისად, არც გადაღება და არც ჩაწერა არ მიწარმოებია. მე ვიყავი თელეთის მთაზე, სადაც გენერალური შტაბის უფროსობის დროს გიგი კალანდაძეს გადაყვანილი ჰყავდა მოპარული ტექნიკა. მზად ვარ ვითანამშრომლო პროკურატურასთან და მივაწოდო ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მოპარულ თანხებთან, რომელიც მოიპარა სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, ახალაიამ, კალანდაძემ და ა.შ.".

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო.

"მე არ ვიცი ვინ ვის რას უგზავნიდა. ვიცი ის, რომ იყო კანონის დარღვევა. ამ ადამიანმა (გოდერძი ორმოცაძე) თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში და მას არავითარი უფლება არ ჰქონდა სამსახურებრივი ან ნებისმიერი მანქანით სამხედრო ობიექტებზე მიეყვანა გარეშე პირი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, საერთოდ არ მაინტერესებს იმ პირის სახელი და გვარი... ჩემი აზრით, გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო. ეს ამბავი ახალი არ არის, თქვენ გაიგეთ გუშინ, თორემ ამის შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე ძალიან დიდი ხანია იციან".

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი:

- აგვისტოს ომის შემდგომ მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო თავდაცვითი ზღუდეების აგება თბილისიდან როგორც დასავლეთ, ისე სამხრეთ - გორის, მცხეთისა და თელეთის მიმართულებით. თვითონ ეს მშენებლობები იმ დონის იყო, რომ ადვილად ფიქსირდებოდა საავტომობილო გზიდანაც და მაშინვე ბევრი დაინტერესდა თუ რა შენდებოდა. კოსმოსური დაზვერვის გარდა, Google Map-შიც ხდება ამ ტერიტორიის ფოტოების განახლება, მოკლედ, იმის თქმა, რომ ეს გასაიდუმლოებული მშენებლობა იყო, ძნელია, რადგან დაინტერესბული პირებისთვის, იქნებოდა ეს უცხო ქვეყნის დაზვერვა თუ უბრალო მოქალაქე, კოორდინატები ცნობილი იყო. ის, თუ სად არის ეს ზღუდეები განლაგებული, საიდუმლოს არ წარმოადგენდა.

შეიძლება საიდუმლოს წარმოადგენდეს ის ფაქტი, თუ როგორ არის ეს შენობა შიგნიდან მოწყობილი, რას ემსახურება, თუმცა არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ზღუდეების ეს ობიექტები დაუმთავრებელია და განსაკუთრებული ტექნიკით აღჭურვილი არ არის.

რაც შეეხება სათადარიგო მართვის პუნქტებს, თავის დროზე მისი ადგილი გასაიდუმლოებული იყო, ახლაც ასე ითვლება, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე არც ეს წარმოადგენს დიდ საიდუმლოებას.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."