საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის აზრით, აშშ-ის "რესპუბლიკელი" კანდიდატის, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება მსოფლიოში "ულტრამემარჯვენე" მოძრაობების გაძლიერებას გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოურ მედიაზე დაყრდნობით euroline.ge ავრცელებს.
"ამას საფრანგეთისთვისაც ექნება შედეგები 2017 წლის არჩევნებში, რადგან ამერიკული არჩევნები მსოფლიო არჩევნებია", - განაცხადა ოლანდმა.
მისივე შეფასებით, ტრამპის განცხადებები "გულისრევის შეგრძნებას იწვევს ამერიკაშიც კი, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ის გარდაცვლილ მუსლიმ სამხედროზე საუბრობს".
ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=9762