ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენ არ გვაქვს დიდი ფინანსური რესურსი, არ გვაქვს პანამაში ანგარიშები, არ გვაქვს სახელმწიფო დაფინანსება, მაგრამ ჩვენი ბლოკი ძალიან კონკურენტული იქნება

ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენ არ გვაქვს დიდი ფინანსური რესურსი, არ გვაქვს პანამაში ანგარიშები, არ გვაქვს სახელმწიფო დაფინანსება, მაგრამ ჩვენი ბლოკი ძალიან კონკურენტული იქნება

საარჩევნო ბლოკ "ვაშაძე, ჯაფარიძე, ახალი არჩევანის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამ დროისთვის ბლოკს საარჩევნო სია არ შეუდგენია. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით ადრეა სიაზე საუბარი.

მისივე თქმით, გაერთიანების გადამწყვეტი მიზეზი პროდასავლური ძალების კონსოლიდაციაა.

"ჩვენ ვხედავთ საჭიროებას, რომ პროდასავლური ძალები გაერთიანდნენ, რადგან პრორუსული ძალები გაძლიერდნენ ამ ქვეყანაში. ეს იყო გადამწყვეტი მიზეზი, რის გამოც ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები. ჩვენ ვთანხმდებით წითელ ხაზებზე, რომ ქვეყანა უნდა წავიდეს პროდასავლური მიმართულებით. მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა და ა.შ. არის სხვა ფაქტორები, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ვართ ახალი პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს დიდი ფინანსური რესურსი, არ გვაქვს პანამაში ანგარიშები, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო დაფინანსება, ჩვენ არ გვაქვს უფასო სარეკლამო დრო. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ რესურსების კონსოლიდაცია მოვახდინოთ, რათა ერთობლივად, ჯამში უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ, ვიდრე ცალ-ცალკე", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ახალის საარჩევნო ბლოკი „ძალიან კონკურენტული" იქნება.

რაც შეეხება შეკითხვას, როგორც პროდასავლურ ძალებთან, იყო თუ არა კონსულტაციები „თავისუფალ დემოკრატებსა" და „რესპუბლიკურ პარტიასთან", ჯაფარიძის თქმით, ასეთი კონსულტაციები არ გამართულა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."