სპეცოპერაცია ბათუმში: დაკავებულია მრავალჯერ ნასამართლევი პირი, რომელიც ბიზნესმენს 60 000 ლარს სძალავდა

სპეცოპერაცია ბათუმში: დაკავებულია მრავალჯერ ნასამართლევი პირი, რომელიც ბიზნესმენს 60 000 ლარს სძალავდა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რუსლან ჩ., დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

როგორც AMBEBI.GE-ს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქეს 60 000 ლარს სძალავდა და მისი ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების ყოველთვიურ წილს ითხოვდა.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, არარეგისტრირებული პისტოლეტი და 5 ვაზნა ამოიღეს. გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)", - ნათქვამია შშს-ს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ