უშბაზე ოთხი ტურისტი დაიღუპა - ცხედრებს თბილისში გადმოასვენებენ

 უშბაზე ოთხი ტურისტი დაიღუპა - ცხედრებს თბილისში გადმოასვენებენ

უშბაზე გარდაცვლილი ოთხი ტურისტი იპოვეს. მათი ცხედრების თბილისში გადმოსვენების პროცედურები ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ოთხი ტურისტის ცხედარი მაშველებმა უშბაზე გამთენიისას იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, უწყებაში შეტყობინება ტურისტების დაკარგვის თაობაზე 5 აგვისტოს შევიდა და სამძებრო სამუშაოები იმ დროიდან დაიწყო.

სამძებრო სამუშაოებში თავდაპირველად შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადგილობრივი მაშველები ჩაერთვნენ, მოგვიანებით კი მათ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებიც შეუერთდნენ, რომლებიც სვანეთში ვერტმფრენით გადაფრინდნენ.

ნაპოვნი ტურისტების ვინაობა და ეროვნება ამ დროისთვის უცნობია. მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ