ბეშუმში დოღის დროს 2 მოზარდი დაშავდა - დაშავებულები პრემიერის ვერტმფრენით გადაიყვანეს

ბეშუმში დოღის დროს 2 მოზარდი დაშავდა - დაშავებულები პრემიერის ვერტმფრენით გადაიყვანეს

ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე დოღის დროს ორი მოზარდი დაშავდა. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, ცხენს მეშვიდე კლასის მოსწავლე მიაჭენებდა, რა დროსაც გოგოს დაეჯახა. მოზარდი დაშავდა, მცირე დაზიანებები, ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად, მეშვიდე კლასელმა ბიჭმაც მიიღო.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმმა გაუწია, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვერტმფრენში მოათავსეს. პრემიერის ვერტმფრენმა ბეშუმი უკვე დატოვა.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

შსს-ს ცნობით, დოღის დროს ცხენმა მხედარი გადმოაგდო, გაქცეული ცხენი გოგონას დაეჯახა და დააზიანა. დოღის მსაჯის მინურ რიჟვაძის თქმით, ცხენი მხედარს არ დაემორჩილა და მოსახვევში ხალხში შევარდა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ