საქართველოსთვის... რაგბის მოედანზეც და ომშიც!

საქართველოსთვის... რაგბის მოედანზეც და ომშიც!

ქართველი მორაგბისთვის მოედანია ბრძოლის ველი, მაგრამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მორაგბეები მზად იყვნენ, იარაღითაც ებრძოლათ სამშობლოს დასაცავად! ეს ნამდვილი ამბავია... მაგრამ არის სხვა ამბებიც - საქართველოს ნაკრების ჰავბეკის, გიორგი ბეგაძის ფოტოს, რომელზეც სამხედრო ფორმაში ჩაცმული მორაგბე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს არის გადაღებული, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბეგაძე იმ დროს რეზერვისტი იყო და როცა სამშობლოს დასაცავად უხმეს, ოვალური ბურთი ავტომატზე გაცვალა.

რეზერვისტებს საბრძოლო მოქმედებაში ჩართვა არ დასცალდათ და ბეგო ამ თემაზე ლაპარაკს ამიტომაც ერიდება - ომის დროს განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებიაო... მაგრამ მისი ომი დღესაც გრძელდება - საქართველოს ნაკრების ყოველი მატჩის დროს! განსაკუთრებული კი... გიორგი ბეგაძემაც და საქართველოს მთელმა ნაკრებმაც უკვე გააკეთეს - მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშით, კიდევ უფრო მეტი ქომაგის გული და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიგეს!

გთავაზობთ ნაწყვეტს "ქართული რაგბის მეომართან" ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრამ" 2015 წელს ჩაწერა:

- "მებრძოლი ომშიც და მოედანზეც!" - სოციალურ ქსელში ასეთი გამოხმაურება მოჰყვა ფოტოსურათს, რომელზეც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გიორგი ბეგაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს არის აღბეჭდილი. მოედანზე რომ ბოლომდე იბრძვი, ყველამ ვიცით, მაგრამ ბრძოლამ რეზერვისტობის დროსაც მოგიწია?

- არც კი ვიცი, ვინ გადაიღო ან საიდან გავრცელდა ეს ფოტო... განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა - როცა აგვისტოს ომი დაიწყო, რეზერვისტი ვიყავი, გამოგვიძახეს და წავედით... რამდენიმე წლის შემდეგ ფოტო ვიღაცამ გაავრცელა სოციალური ქსელით და ამას მოჰყვა ინტერესი, თორემ ვიმეორებ, ამ ამბავში განსაკუთრებული არაფერია.

- თუმცა რაგბიც ხომ თავისებური ომია!

- მორაგბის "იარაღი" თავდადებული ბრძოლა და გაუტეხელი ხასიათია! შენი ქვეყნის სახელით თამაშობ და ორმაგად მოტივირებული ხარ, რადგან შენი სამშობლოსთვის, გვერდით მდგომი მეგობრისთვის იბრძვი! წაიკითხეთ ვრცლად

რატი შელეგია, "კვირის პალიტრა"

"საქართველოში ახლაც არსებობს შავი ჭირის ორი კერა" - როგორ ვრცელდება დაავადება, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა დღემდე  არ არსებობს

გადაიყვანეს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ჩაფიძის კლინიკაში - პრეზიდენტის ადმინისტრაცია გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

"ბიბი 2-3 კვირის იყო, შინ რომ მივიყვანე, ჩემი შვილი სიხარულისგან ტიროდა" - რას ურჩევს ცნობილი ტელეწამყვანი მათ, ვისაც ძაღლის ყოლა სურთ