ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული ალექსანდრე შევერდაშვილი ნაცემია

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული ალექსანდრე შევერდაშვილი ნაცემია

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული 41 წლის ალექსანდრე შევერდაშვილი ნაცემია. იგი მკურნალობას გორის საავადმყოფო "გორმედში" გადის. ნეორქირურგ კახი ფაცინაშვილის განცხადებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდომარეობა რთულია, თუმცა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მკურნალი ექიმის თქმით, შევერდაშვილს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება, ასევე აქვს ტვინის შერყევა და ფიქსირდება გულმკერდის დაჟეჟილობა. ექიმის ინფორმაციით, შევერდაშვილმა აღნიშნული დაზიანებები საოკუპაციო ხაზთან დაკავებისას მიიღო.

თავად ალექსანდრე შევერდაშვილი აცხადებს, რომ დაკავებისას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

"ჩემი სახლი სოფლის განაპირას მდებარეობს. მიწის ნაკვეთიც იქვე მაქვს. ატმის ბაღს ვრწყავდი, რა დროსაც ექვსი შეიარაღებული პირი გამოჩნდა, რუსულ ენაზე საუბრობდნენ. ცდილობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავეყვანე. წინააღმდეგობა გავუწიე, რა დროსაც სასტიკად მცემეს. სავარაუდოდ, ყველა მათგანი რუსი იყო", - აცხადებს დაზარალებული "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

შევერდაშვილის მეუღლის, მანანა მამისბედაშვილის თქმით, მის მეუღლეს პირველადი სამედიცინო დახმარება ცხინვალშიც გაუწიეს და როდესაც მილიციის იზოლატორში სასტიკად ნაცემი მიიყვანეს, შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის განცხადებით, მომხდარი ფაქტი უმძიმესია და აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწვდიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."