ვრცელდება ეროტიკული კლიპი, რომელიც თბილისის ოპერის თეატრშია გადაღებული

ვრცელდება ეროტიკული კლიპი, რომელიც თბილისის ოპერის თეატრშია გადაღებული

ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ეროტიკული კლიპი, რომელიც ოპერის თეატრშია გადაღებული. ვიდეოს უამრავი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

ოპერის თეატრში რამდენიმე თვეა დაძაბულობაა. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები თეატრის ხელმძღვანელობას სკანდალურ ბრალდებებს უყენებდნენ. რამდენიმე კვირის წინ კულტურის პალატის პრეზიდენტმა დათო ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ ოპერის თეატრს ხელმძღვანელობა ქორწილებისა და ბანკეტებისათვის აქირავებდა. მისი თქმით, ამაში თეატრის ხელმძღვანელობა სოლიდურ თანხებს იღებდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა ოპერის მომღერალს თამარ ივერსაც.

"არ უნდა შეურაცხყო ზაქარია ფალიაშვილის სახელი. ევროპაში წარმოუდგენელია, რომ ლასკალას თეატრს ან მსგავს ადგილს მისმა ხელმძღვანელობამ აკადროს და ის გააქირაოს. იწერებოდა, რომ ვითომ ეს იყო ფილმი, კლიპი და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ თეატრის შესასვლელი მთელი დღე იყო გაქირავებული. იქ იყო რაღაც ეროტიკული და ლესბოსელური ელემენტები. ეს იყო ვაგხანალია და გარყვნილების წარმომადგენელი", - ამბობდა თამარ ივერი.

წაიკითხეთ: "ქორწილისა და ეროტიკული შოუსთვის გაქირავებული ოპერის თეატრი" - ხელოვანები კინწურაშვილს სკანდალურ ბრალდებებს უყენებენ

იხილეთ ვიდეო: ეროტიკული კლიპი, რომელიც თბილისის ოპერის თეატრში გადაიღეს (+18)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი