"ის კაცი ავადმყოფია, რომელმაც არაჩვეულებრივი ადამიანი მოკლა..." - რა გახდა ახალგაზრდა მოცეკვავის მკვლელობის მიზეზი

"ის კაცი ავადმყოფია, რომელმაც არაჩვეულებრივი ადამიანი მოკლა..." - რა გახდა ახალგაზრდა მოცეკვავის მკვლელობის მიზეზი

6 აგვისტოს, თბილისში, ქერჩის ქუჩაზე არსებულ სარეპეტიციო დარბაზში, ანსამბლ "ხერთვისის" ხელმძღვანელი, 30 წლის ვანო წიკლაური მოკლეს. სარეპეტიციო დარბაზში ანსამბლის ხელმძღვანელი ჩვეულებისამებრ ანსამბლის წევრებზე ადრე მივიდა, მკვლელიც მალევე შეჰყვა და თავში ორჯერ მიჯრით ესროლა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხა. ანსამბლის წევრები და ვანოს მეგობრები მომხდარით შოკში არიან. მათ ტრაგედიაზე საუბარი უჭირთ, გვთხოვეს, - ვინაობის დასახელება საჭირო არ არის, ერთ-ერთი ჩვენგანი ყველას სახელით ილაპარაკებსო.

"ვანო წიკლაური არა მხოლოდ ოჯახს დააკლდა, არამედ მეგობრებს, ხელოვანებსა და მთელ საქართველოს, - მას თავისი ქვეყანა ძალიან უყვარდა და როგორც თავად არაერთხელ უთქვამს, მზად იყო ცხოვრების ბოლომდე ქართული საქმისთვის ემსახურა, მაგრამ არ დასცალდა..." - გვეუბნება ვანოს მეგობარი. მის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ქალაქ ხაშურში დააკავეს. ის 1979 წელს დაბადებული მამაკაცია. დანაშაულის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

- არ ვიცი ვანოზე წარსულში როგორ უნდა ვილაპარაკო. შოკში ვართ... როგორ უნდა გავაგრძელოთ მის გარეშე ცხოვრება. ის მთელი ანსამბლის, ყველა ჩვენგანის სული და გული იყო. არც მეგობრობა ეშლებოდა, არც გვერდში დგომა და თუ საჭირო იყო, არც პირში თქმა... ის გვამოძრავებდა, თითქოს სულს გვიბერავდა, რომ ყოველთვის ფორმაში ვყოფილიყავით. თავადაც ვარჯიშობდა, - არც დასვენება იცოდა, არც დღე, არც ღამე, თუ საჭირო იყო, გათენებამდეც გვავარჯიშებდა.

ერთი ადგილის ტკეპნას ვერ იტანდა. ანსამბლის ღერძი იყო, - ფორმების მოფიქრება იყო თუ აფიშების, ყველაფრის სულისჩამდგმელი ის იყო. ჩვენ თვალდახუჭული მივყვებოდით, რადგან კარგად ვიცოდით ვანოს სადაც მივყავდით, იქ წარმატება იყო... ისეთ მაგალითს გვაძლევდა, რომ ამისი ნდობა რომ არ გვქონოდა, შეუძლებელი იყო. ბავშვებსაც ასე ზრდიდა, ასეთი სულისკვეთებით ასწავლიდა ცეკვას, - თუ ცეკვავ, სასაწაული უნდა იყო, სხვანაირად ჯობია არ იცეკვოო  გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ