შაქრო კალაშოვი: "მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ"

შაქრო კალაშოვი: "მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ"

კრიმინალური სამყარო საგამოძიებო კომიტეტის გენერლებს "ყველა ბოსის ბოსის" საკითხის მოსაგვარებლად 5 მლნ დოლარს სთავაზობდა, თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა, რადგან კრიმინალურ ავტორიტეტებს "პარტნიორი" გენერლებიც მიუსვეს გვერდით...

"- ქურდად მიიჩნევთ თავს?

- მე არა, ასე მიმიჩნევენ.

- მაგრამ კრიმინალური სამყარო თქვენ "კანონიერ ქურდად" მოგიხსენიებთ.

- კი, ასე მიწოდებენ. მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ".

ზაქარია კალაშოვის დაკითხვის ოქმიდან. 2016 წლის 11 ივლისი

ეს ორი კვირაა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ხმაურიან დაჭერებს არა მარტო მედია, ექსპერტები და პოლიტიკური წრეები, არამედ კრიმინალური სამყაროც გაფაციცებით ადევნებს თვალს. 19 ივლისს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, გენერალ-მაიორ დენის ნიკანდროვს საკუთარ კაბინეტში დაადეს ბორკილები, დააპატიმრეს ამავე უწყების პირადი უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი მიხაილ მაქსიმენკო და მისი მოადგილე ალექსანდრ ლამონოვი. იმავე საღამოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის კიდევ 7 თანამშრომელი აიყვანეს. დაკავებულ დიდმოხელეებს დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. საგამოძიებო კომიტეტში აყალმაყალის მიზეზი კი გახდა "კანონიერი ქურდი" ზაქარია (შაქრო) კალაშოვი, რომელიც გენერლებს თავისი თანამოაზრის, ანდრეი კოჩუიკოვის გათავისუფლების პირობის სანაცვლოდ 1 მლნ დოლარს დაჰპირდა(?!). ლეგენდარული კრიმინალური­ დაჯგუფების,"სოლნცევოს" ყოფილი წევრი ანდრეი კოჩუიკოვი, მეტსახელად "იტალ­იელი","კალაშოვის ესპანეთის ციხეში ყოფნის დროს რუსეთში მის ინტერესებს იცავდა. 2014 წელს, მას შემდეგ, რაც შაქრო მოსკოვში დაბრუნდა, "იტალიელი" გვერდიდან აღარ მოუცილებია და ის მის ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლება. კოჩუიკოვი ივლისის დასაწყისში დააკავეს (2015 წლის დეკემბერში ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის და სროლის გამო, დამატებით ბრალად გამოძალვაც წაუყენეს), თუმცა იზოლატორში დიდ­ხანს არ გაუჩერებიათ - გამოუშვეს... "იტალიელს" გარეთ ყოფნა დიდხანს არ დასცალდა, რამდენიმე დღეში კვლავ დააკავეს; ყველასთვის მოულოდნელად 11 ივლისს დააპატიმრეს შაქრო კალაშოვიც. კრიმინალური სამყარო საგამოძიებო კომიტეტის გენერლებს ახლა უკვე "ყველა ბოსის ბოსის" საკითხის მოსაგვარებლად 5 მლნ დოლარს სთავაზობდა, თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა, რადგან კრიმინალურ ავტორიტეტებს "პარტნიორი" გენერლებიც მიუსვეს გვერდით. საგულისხმოა, რომ მომხდარი პირველი შემთხვევაა, როცა საგამოძიებო კომიტეტის დიდმოხელეები ქურდებს გაურიგდნენ, რასაც ექსპერტები შაქრო კალაშოვის გავლენას უკავშირებენ. თუმცა ჩვენში ცოტამ თუ იცის, რომ ყოვლისშემძლე ბოსის"თავისუფლება ამჯერად ქალების ჩხუბმა შეიწირა.

ეძიე ქალი...

2014 წლის აპრილში მოსკოველმა ბიზნესლედიმ, ჟანა კიმმა­ გაიცნო დიზაინერი ფატიმა­ მის­იკოვა, რომელიც ძირითადად ლო­ნდონში მოღვაწეობს და ევრო­პაში მისიკატის გვარით იცნობდნენ. ერთხელ ჟანამ დიზაინერს სთხოვა მოსკოვში მისი რესტორნის - "ელემენტის" და კიდევ ერთი ბარის დიზაინზე ეზრუნა. საბოლოოდ, დამკვეთს არ მოეწონა შესრულებული სამუშაო და ფატიმა მისიკოვას მხოლოდ 600.000 ევრო გადაუხადა (უკვე შესრულებული სამუშაოსთვის) და მასთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა. დიზაინერს ეს თანხა ეცოტავა და დახმარება ძველ ნაცნობს, შაქრო კალაშოვს სთხოვა - დარჩენილი 9 მლნ რუბლი ამომაღებინეო. 2015 წლის 13 დეკემბერს ჟანა კიმს დაურეკეს უცნობებმა, თავი ფატიმა მისიკოვას იურისტებად გააცნეს და კონფლიქტური სიტუაციის მოსაგვარებლად შეხვედრა სთხოვეს. ამის შემდეგ მოვლენები ველური 90-იანი წლების სტილით განვითარდა.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ