რამდენი მილიონი დახარჯეს პარტიებმა საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან პირველი თვენახევრის მანძილზე

რამდენი მილიონი დახარჯეს პარტიებმა საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან პირველი თვენახევრის მანძილზე

პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან პირველი თვენახევრის განმავლობაში გაღებული ხარჯების ჯამური ოდენობა 4 667 091 ლარს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, პარტიებმა 3-კვირიანი ხარჯთაღრიცხვის შესახებ მონაცემები, რასაც მათ კანონი ავალდებულებთ, უკვე ორჯერ წარმოადგინეს.

6 კვირიანი მონაცემების მიხედვით, რომელიც 8 ივნისიდან 19 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, პარტია "ქართული ოცნების" მიერ დახარჯული თანხის ოდენობა 1 344 959 ლარს შეადგენს, პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" მიერ გაწეული ხარჯები - 1 260 465 ლარს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" - 391 070 ლარს, "თავისუფალი დემოკრატების" - 258 849 ლარს, "პატრიოტთა ალიანსის" - 255 426 ლარს, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" - 221 731 ლარს, "ახალი საქართველოს" - 184 650 ლარს, "ახალი პოლიტიკური ცენტრ გირჩის" - 131 482 ლარს, "ეროვნული ფორუმის" - 117 573 ლარს, "კონსერვატიული პარტიის" - 64 646 ლარს, "რესპუბლიკური პარტიის" - 61 725 ლარს, "ლეიბორისტული პარტიის" - 119 210 ლარს, "ახალი მემარჯვენეების" - 727 ლარს და "მემარცხენე ალიანსის" - 507 ლარს.

ხარჯების ყველაზე დიიდ ნაწილი რეკლამის განთავსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებებზე მოდის.

ამასთან, პარტიებს შორის ყველაზე მეტი თანხა რეკლამაზე ამ დროისთვის პაატა ბურჭულაძის მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისთვის" აქვს დახარჯული. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან პირველი თვენახევრის განმავლობაში - 8 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში ბურჭულაძის პარტიის მიერ რეკლამაზე გახარჯული თანხების ოდენობა 512 009 ლარს შეადგენს. ამ კუთხით მეორე ადგილს იკავებს "ქართული ოცნება", რომელსაც რეკლამაზე 345 032 ლარი აქვს დახარჯული, შემდეგ კი 184 550 ლარით გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო" და 183 382 ლარით "პატრიოტთა ალიანსი" მოდიან.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" რეკლამაზე 3 082 ლარი დახარჯა. ამ კუთხით სხვა პარტიების მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება: "გირჩი" 9 275 ლარი, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" - 2 000 ლარი, "მემარცხენე ალიანსი" - 501 ლარი, "ლეიბორისტული პარტია" - 320 ლარი და "რესპულიკური პარტია" 250 ლარი. რეკლამაზე აღნიშნულ პერიოდში თანხა არ დაუხარჯავთ "თავისუფალ დემოკრატებს", "კონსერვატორებს", "ეროვნულ ფორუმს" და "ახალ მემარჯვენეებს".

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."