სააკაშვილი მეგრელებს მიმართავს: "...ივანიშვილს მაინც და მაინც არ უყვარს და ეპიტნავება სამეგრელო"

სააკაშვილი მეგრელებს მიმართავს: "...ივანიშვილს მაინც და მაინც არ უყვარს და ეპიტნავება სამეგრელო"

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეომიმართვების განტავსება დაიწყო, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობას მიმართავს. პირველი ვიდეომიმართვა ოდესის გუბერნატორმა აჭარლებს გამოუგზავნა, ამჯერად კი მეგრელებს "უმტკიცებს სიყვარულს" შორეული უკრაინიდან. ვიდეოს მუსიკა ადევს და ექს-პრეზიდენტი ემოციური სიტყვებით მიმართავს აუდიტორიას:

იხილეთ ვიდეომიმართვა

"ჩემო ძვირფასო, მშობლიურო, მონატრებულო საყვარელო მეგრელებო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია არ ვარ სქართველოში, ყველაზე მეტად მინდა იმ გეგმების განხორციელება, ასე უცაბედად და მუხთლად რომ შეგვიწყდა 2012 წელს. 2012 წელს, როცა ჩვენ ვიწყებდით საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ აღმშენებლობით პროექტს - ლაზიკის მშენებლობას, რომელიც აქცევდა სამეგრელოს დედაქალაქს ზუგდიდს, არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით, ურბანისტულ ცენტრად.

ბევრი გიჟად მთვლიდა და ახლა წლების შემდეგ, ისევ დაუბრუნდნენ პროექტს, რადგან მიხვდნენ, რომ ცამდე მართლები ვიყავით თქვენთან ერთად. ახლა მე დარწმუნებული ვარ, იმ პირობებში, როცა ხალხს უჭირს, დაპირდნენ კრედიტების გასტუმრებას არ გაუსტუმრეს ვალი, ლარის კურსთან ერთად აერია ამ კრედიტების გასტუმრების საქმე, ინფრასტრუქტურა ისევ ძალიან მოიკოჭლებს, ჩემი დიდი ოცნება, საქართველოს მომავალი უკავშირდება სამეგრელოს განვითარებას. სამეგრელო უნდა გახდეს ლოკომოტივი და თითოეული თქვენგანი ამ ლოკომოტივის მემანქანე საქართველოს გამოყვანისა ჭაობიდან და მომავლიდან სწრაფი სვლის.

ამას შევძლებთ, თუნდაც იმიტომ, რომ თითოეული თქვენგანი ძალიან მენატრება, თუნდაც იმიტომ რომ მინდა დავბრუნდე ჩემს ანაკლიაში, თუნდაც იმიტომ, რომ განსავითარებელი გვაქვს სანაპირო ზოლი - იმ ჭაობების ნაცვლად უნდა გავშენოთ კურორტები, ქალაქები... აი როგორც მარტვილის კანიონი გავაკეთეთ.... ეგეთი რამდენი ადგილია სამეგრელოში. უბრალოდ უნდა გიყვარდეს, გესმოდეს სამეგრელო. ამ მთავრობას არათუ უყვარს სამეგრელო, ივანიშვილს ვიცით რომ, მაინც და მაინც არც უყვარს და ეპიტნავება სამეგრელო, მაგრამ მე და თქვენ ვიცით რამხელა პოტენციალი აქვს და დანარჩენმა საქართველომ იცის... აბა თქვენ იცით, ძალიან მალე, მომავალ შეხვედრამდე!" - ამბობს სააკაშვილი მიმართვაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."