პეკინზე ტაქსის მძღოლი დაჭრეს

პეკინზე ტაქსის მძღოლი დაჭრეს

ცოტა ხნის წინ პეკინის ქუჩაზე ტაქსის მძღოლი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, ტაქსის მძღოლზე თავდასხმას მგზავრებთან ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც ადგილზე ყვებიან, ტაქსის მძღოლს მგზავრობის თანხა არ გადაუხადეს, რასაც მასსა და მგზავრებს შორის შელაპარაკება მოჰყვა.

იცილეთ პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველების მიერ "შეჩერებული და დადგენილია ორი პირი". " ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი მსუბუქადაა დაჭრილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ