დაჭრილ ტაქსის მძღოლს ქირურგიის ცენტრში ოპერაცია უტარდება

დაჭრილ ტაქსის მძღოლს ქირურგიის ცენტრში ოპერაცია უტარდება

პეკინის ქუჩაზე დაჭრილ ტაქსის მძღოლს ამ წუთებში ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოპერაცია უტარდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, დაჭრილი მამაკაცი 53 წლისაა, იგი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. პაციენტს დაზიანება ხელის მტევანზე აღენიშნება. ამ წუთებში ტრავმატოლოგები დაჭრილს მცირე ოპერაციას უტარებენ. პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები არ აქვს.

იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან და თვითმხილველების კომენტარები

ტაქსის მძღოლი პეკინზე ცოტა ხნის წინ დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, თავდასხმას მგზავრებთან ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი.

როგორც ადგილზე ყვებიან, ტაქსის მძღოლს მგზავრობის თანხა არ გადაუხადეს, რასაც მასსა და მგზავრებს შორის შელაპარაკება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველების მიერ "შეჩერებული და დადგენილია ორი პირი". "ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ უწყებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ