"ცოლი მომყავს. აღარ შემიძლია ამდენი მარტოხელა ცხოვრება" - ირაკლი კაკაბაძე

"ცოლი მომყავს. აღარ შემიძლია ამდენი მარტოხელა ცხოვრება" - ირაკლი კაკაბაძე

უფლებადამცველი და მწერალი ირაკლი კაკაბაძე ქორწინდება. ამის შესახებ ირაკლი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"18 სექტემბერს ცოლი მომყავს. აღარ შემიძლია ამდენი მარტოხელა ცხოვრება. დავიღალე დროებითი ურთიერთობებით. აღარ შემიძლია უკვე - 47 წლის კაცი ვარ - თითქმის მოხუცი. აწი მატრიმონიის დროა, ჩემო ბატონო. სახლში უნდა ვიყო და ისეთი ქალი მყავდეს ცოლად თავში რომ არ უქრის და არც იმას რომ უნდა - ჩემი არ იყოს - მუდმივად ბარებში და გასართობ ადგილებში წოწიალი. აღმოვაჩინე რომ ასეთებიც არიან თურმე. ასე რომ ახლა ჭკუაში ჩამჯდარი ქალი მომყავს ცოლად. გამოცდა გამოვლილი. შეგატყობინებთ ვინ და როგორ სიტუაციაში. იხარეთ".

კაკაბაძესთვის ეს მეორე ქორწინება იქნება. პირველად ის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანზე, ანა დოლიძეზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ერთი ვაჟი, ანდრო ჰყავს.

იხილეთ ასევე: ირაკლი კაკაბაძისა და ანა დოლიძის ოჯახური ფოტოები

როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქართველები "ფეისბუქზე" - "მოვიგეთ... ამით რუსეთს მოვუგეთ ომი"

"მგონია, მთელი ცხოვრება გავიდა მისი წასვლიდან..." - ინგა გრიგოლია გარდაცვლილ მეგობარს იხსენებს

"... ძალიან მიყვარხარ!" - როგორ ულოცავს მეუღლე თეა წულუკიანს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში