ავტორი:

"მგონია, მთელი ცხოვრება გავიდა მისი წასვლიდან..." - ინგა გრიგოლია გარდაცვლილ მეგობარს იხსენებს

"მგონია, მთელი ცხოვრება გავიდა მისი წასვლიდან..." - ინგა გრიგოლია გარდაცვლილ მეგობარს იხსენებს

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია დაღუპულ მეგობარს და კოლეგას ლევან ჩხაიძეს, იგივე "ჯაკოს" იხსენებს. ახალგაზრდა წამყვანის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა.

"მძულს 21 იანვარი. წარმოუდგენლად. ეს კოლაჟი ჩემმა ტელეფონმა თავისით გააკეთა... მგონია, მთელი ცხოვრება გავიდა მისი წასვლიდან და მაინც მგონია, რომ ისევ უნდა გაიღოს კარი და შემოვიდეს. ყველაფერი შეცვალა თავისი წასვლით" - წერს გრიგოლია.

ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 2019 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა. "ტვ პირველის" დღის ამბების 33 წლის წამყვანი ბუდაპეშტში, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა.

ლევან ჩხაიძე წლების განმავლობაში მუშაობდა არაერთ მედიასაშუალებაში. იყო რადიო "ჯაკოს" სპორტული კორესპონდენტი, მუშაობდა ტელევიზიებში: "იმედი", "მეცხრე არხი", "მაესტრო", "იბერია" და "ტვ პირველი".

"გვეგონა ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, თუმცა თავიდან იწყება... ის ჩემი ერთადერთი, ნანატრი შვილია" -  4 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"მამა რეანიმაციაშია ისევ, სტაბილურად მძიმედ" - რას წერს თემურ წიკლაურის ქალიშვილი და რა თხოვნით მიმართავს საზოგადოებას

"ტესტმა დადებითი აჩვენა და მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი" - ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა