ქუთაისში, სამშენებლო კომპანიის მფლობელის შვილის ავტომობილში საეჭვო მოწყობილობა აღმოაჩინეს

ქუთაისში, სამშენებლო კომპანიის მფლობელის შვილის ავტომობილში საეჭვო მოწყობილობა აღმოაჩინეს

ქუთაისში, სამშენებლო კომპანია "ტობე"-ს მფლობელის შვილის ავტომანქანას ექსპერტიზა უტარდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცველები და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მანქანაში შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს დამონტაჟებული.

"ტობე"-ს მფლობელის განცხადებით, მისმა შვილმა მანქანა ვულკანიზაციაში წაიყვანა, სადაც უთხრეს, რომ საეჭვო მოწყობილობა შენიშნეს და ექსპერტიზის ჩატარება ურჩიეს.

შემთხვევის ადგილზე - კომპანია "ტობე"-ს ტერიტორიაზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტები მუშაობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს""ტობეს" მფლობელის შვილმა, რეზი ჩირაძემ განუცხადა, ის დაკითხვაზე იმყოფება და ამ დრომდე არავითარი საეჭვო ვერსია არ გაჩნია.

კომპანია "ტობე" სამშენებლო ფირმაა და ის ათი წელია სხვადასხვა საქმიანობას ასრულებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ