ქვევრში ნაპოვნი ცხედარი და შემზარავი მკვლელობის დეტალები - შსს-მ ბრალდებული დააკავა

ქვევრში ნაპოვნი ცხედარი და შემზარავი მკვლელობის დეტალები - შსს-მ ბრალდებული დააკავა

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ. ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, თანასოფლელის, 1939 წელს დაბადებული თ. ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ქურდობის მიზნით, ფარულად შეაღწია. სახლის მეპატრონემ გ. ხ. შეამჩნია, რის შემდეგაც ბრალდებულმა ქალბატონს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, მისი სხეული მარანში, ქვევრში, კვალის დაფარვის მიზნით გადამალა, ხოლო სახლში ხანძარი გააჩინა და მიიმალა. პოლიციამ გ. ხ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თელავში დააკავა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ