გია ვოლსკი - დეპუტატების 1/5 საკონსტიტუციო სასამართლოს "ცენტრისტების" გაუქმების თაობაზე მიმართავს

გია ვოლსკი - დეპუტატების 1/5 საკონსტიტუციო სასამართლოს "ცენტრისტების" გაუქმების თაობაზე მიმართავს

დეპუტატების 1/5 საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" გაუქმების თაობაზე მიმართავს, - ამასთან დაკავშირებით განცხადებას Facebook-ით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი ავრცელებს.

ვოლსკის შეფასებით, "ცენტრისტების" საარჩევნო რეკლამა მოღალატეობრივი რიტორიკისაა.

"პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით ამ პარტიის შეხედულებები და დაპირებები, რომელიც მათ საარჩევნო კლიპებში ჟღერდება არამხოლოდ მიუღებელია ჩვენთვის, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ეს არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რაც ცხადია, ჩვენ საზოგადოების მხრიდან მიღებული არ იქნება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები. პარტიის კამპანიიდან მოხსნაზე მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც, დეპუტატების 1/5-ს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმება - და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებს შემოუერთდნენ ამ ინციატივას", - აცხადებს ვოლსკი.

ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია "ცენტრისტები" ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას და რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობას პირდება. აღნიშნული საარჩევნო კლიპი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გავიდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."