"ვინც იყო ინსტრუქტორი, იმის ბრალია" - რაში ადანაშაულებს თავდაცვის სამინისტროს ზღვაში დაკარგული სამხედროს მამა

"ვინც იყო ინსტრუქტორი, იმის ბრალია" - რაში ადანაშაულებს თავდაცვის სამინისტროს ზღვაში დაკარგული სამხედროს მამა

გონიოში, ზღვაში დაკარგული ჯარისკაცის იაგო შარაძის მამა თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობაში ადანაშაულებს. შარაძის თქმით, მისმა შვილმა ცურვა კარგად იცოდა და სავარაუდოდ, ინსტრუქტაჟის დარღვევის გამო დაიღუპა.

"ვფიქრობ, უსაფრთხოება არ იყო დაცული. მეც გვიან განაგებინეს. ამბავი პირველ საათზე მოხდა და მე სამი საათის შემდეგ გავიგე. ვინც იყო ინსტრუქტორი, ალბათ იმის ბრალია. პირველი იყო ცურვაში. უჟანგბადოდ რომ გასულიყო, შეძლებდა უკან გამოსვლას, მაგრამ სიღრმეში რომ შევიდნენ, კონტროლი ხომ იყო საჭირო? ინსტრუქტაჟი ხომ უნდა ჩაეტარებინათ?", - აღნიშნა იაგო შარაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობამ აშშ-ს ევროპულ სარდლობას დაავალა, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა მიიღონ, - ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად ახორციელებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ