"ცენტრ პოინტი" მუშაობას წყვეტს

"ცენტრ პოინტი" მუშაობას წყვეტს

კომპანია "ცენტრ პოინტი" მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის მეუღლემ, ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა.

როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში ყოფნის გამო, "ცენტრ პოინტს" არ გააჩნია არავითარი სახსრები იმისთვის, რომ თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადოს, ან დაზარალებულებს კომპენსაციები მისცეს და მშენებლობები გააგრძელოს.

თუმცა რჩეულიშვილი აქვე განმარტავს, რომ კომპანიის მუშაობის შეჩერება დროებითია და ფუნქციონირებას სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ გააგრძელებს.

წაიკითხეთ: "ჩემი მეუღლე ორსულადაა, ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ, ეს გარემოება გაითვალისწინოთ" - გუკა რჩეულიშვილი სასამართლოზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი