"ვინც კი მთხოვს მოვნათლავ, მორწმუნე ადამიანი ვარ" - პაატა ბურჭულაძე ე.წ კანონიერ ქურდ ტარიელ ონიანთან ნათესაურ კავშირზე

"ვინც კი მთხოვს მოვნათლავ, მორწმუნე ადამიანი ვარ" - პაატა ბურჭულაძე ე.წ კანონიერ ქურდ ტარიელ ონიანთან ნათესაურ კავშირზე

მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე ადასტურებს, რომ 20 წლის წინ ე.წ კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის შვილი მონათლა. ამის შესახებ ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული საარქივო კადრების საპასუხოდ განაცხადა. კადრებში ჩანს ნათლობის პროცესი და წვეულება, რომელშიც ბურჭულაძეც იღებს მონაწილეობას.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, მას ძალიან ბევრი ნათლული ყავს და ამაში ვერაფერ სკანდალურს ვერ ხედავს.

"ნათლია და ნათლულები ღვთის ნებით უკავშირდებიან ერთმანეთს, მე მოვნათლავ ყველას ვინც კი მთხოვს, რადგან მე მორწმუნე ადამიანი ვარ. ამ ნათლულით კი ძალიან ვამაყობ. იგი ცხოვრობს ლონდონში და არის ძალიან წარმატებული ფინანსისტი", - განაცხადა ბურჭულაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."