როგორ გამოიყურება "მუსიკოსების პარკი" შეკვეთილში

როგორ გამოიყურება "მუსიკოსების პარკი" შეკვეთილში

Black sea arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე "მუსიკოსების პარკი" გაიხსნა.

პარკში გამოყოფილია სკვერები, სადაც ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ძეგლებია და მიმდებარე ტერიტორიაზე მათი სიმღერებისა და მუსიკის მოსმენაა შესაძლებელი. სკულპტურასთან მიახლოებისას, იქვე დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით კონკრეტული კომპოზიტორისა თუ მომღერლის ცნობილი მელოდია ირთვება. პარკი ფონდ "ქართუს" ინვესტირებით შეიქმნა. ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, პარკში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ფონდის ინფორმაციით, პარკში დღეისთვის 23 სკუპლტურაა დამონტაჟებული, თუმცა წლის ბოლომდე მათი რიცხვის 35-მდე გაიზრდება. "ფონდი ქართუს" გადაწყვეტილებით "მუსიკოსთა პარკი" საჩუქრად გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. პარკში მისულ დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს ზაქარია ფალიაშვილის, ჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, ევგენი მიქელაძის, ბიბი კინგის, რეი ჩარლზის, ფრენკ სინატრას, ჯიმი ჰენრიქსის, მაიკლ ჯეკსონის, უიტნი ჰიუსტონის, ედიტ პიაფისა და სხვა ცნობილი მუსიკოსების სკულპტურები.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის - სიღარიბესა და მარტოობაში მცხოვრები გენიოსის სევდიანი ამბავი

შემოქმედის ეპარქიის მონაზვნები ქართული ნაგაზის ლეკვებით - ფოტოები მონასტრული ცხოვრებიდან

"ლეგენდარული, მარადიული ქალბატონები" - როგორ გამოიყურებიან 92 წლის ლანა ღოღობერიძე და 84 წლის ნანი ბრეგვაძე