ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ბაქოში სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ბაქოში სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა

ქართველი გოგონა მაია ამაშუკელი ბაქოში სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა. "Miss Union Baku 2016"-ში დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენელი ლამაზმანები მონაწილეობდნენ.

იხილეთ ამაღელვებელი მომენტი, როდესაც მაია ამაშუკელს გამარჯვებულის გვირგვინი დაადეს

კონკურსის ფინალი 20 აგვისტოს შედგა. საქართველოს წარმომადგენლის კონკურენტები ფინალურ ტურში ყაზახეთის, რუსეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, მოლდოვასა და უკრაინის წარმომადგენლები იყვნენ.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა ეროვნული კულტურა წარმოადგინეს, მონაწილეობა მიიღეს სპორტულ შოუში, ინტელექტუალურ კონკურსსა და თემატურ დეფილეში.

მაია ამაშუკელი 23 წლისაა. თბილისელი გოგონა სილამაზის რამდენიმე კონკურსის მონაწილეა, მათ შორის "მის საქართველო 2015"-ის, სადაც "მის მეგობრობის" ტიტული დაიმსახურა.

2020 წლის იანვრიდან თეატრებისა და მუზეუმების თანამშრომლებს ხელფასები 100 ლარით გაეზრდებათ

"ბევრ რამეზე მტკივა გული, ტელეფონში არ მინდა საუბარიო... სამწუხაროდ, ვეღარ შევხვდი..." - რას იხსენებენ მეგობრები ზაზა ურუშაძეზე

პრემია "იკა" და “არტარეა” წარმოგიდგენთ IKA AWARD 2018-ის გამარჯვებულების გამოფენას!